წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯვარის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა იწყებს პროექტს „შეხვედრა წარჩინებულ კურსდამთავრებულებთან“.
პროექტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე პირველი სტუმარი გახლდათ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნინო გაბულდანი.
თვითმმართველობა აქტიურად იღებს მონაწილეობას სასკოლო ცხოვრებაში - მუშაობს სხვადასხვა საკითხებზე და მართავს ღონისძიებებს.