ხაშურის N6 საჯარო სკოლა პროექტში „სკოლის თვითშეფასება განვითარებისთვის“ მონაწილეობს
03-04-2019

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ ხაშურის N6 საჯარო სკოლა 2017 წლიდან „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოსა“ და „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ პროექტში „სკოლის თვითშეფასება განვითარებისთვის“ მონაწილეობს.

ამ პროექტისთვის საქართველოს მასშტაბით, სულ 15 სკოლის დირექტორი შეირჩა, რომლებიც წარმოადგენენ პროექტის საბჭოს და ადგილობრივი და უცხოელი კონსულტანტების დახმარებით შეიმუშავებენ სკოლის შეფასებისა და განვითარების სხვადასხვა მოდელს.

პროექტი 3-წლიანია, რომელიც სხვადასხვა სასწავლო ღონისძიებებს ითვალისწინებს, მისი მიზანი საბჭოს წევრების ცოდნის გაღრმავებაა სკოლის განვითარებისთვის შეფასების სისტემის შემუშავებაში, ამ სისტემის სკოლაში დანერგვისა და განვითარების საკითხებში. აპ პროექტის ფარგლებში, სკოლას კონსულტაციას უწევს გერმანელი ექსპერტი ჰარტმუდ მეიერი.

„ქალაქ ხაშურის N6 საჯარო სკოლა  ორიენტირებულია ახალი მიდგომებისა და იდეების ძიებასა და დანერგვაზე, რაც ცვლის სკოლის საზოგადოების შეხედულებებს სკოლის საქმიანობის შესახებ.  სკოლას გაცნობიერებული აქვს, რომ თვითშეფასება, ცვლილებები და ინოვაციები მნიშვნელოვანია სკოლის ეფექტურობის უზრუნველსაყოფად, ამიტომ 2017 წლიდან მონაწილეობს პროექტში „სკოლის თვითშეფასება განვითარებისთვის“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

ქალაქ ხაშურში, ფალიაშვილის ქუჩის N10 ნომერში 1956 წლიდან ფუნქციონირებს სკოლა, რომელსაც ამჟამად გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ ხაშურის N6 საჯარო სკოლა ეწოდება, თუმცა მისი არსებობა 1893 წლიდან აითვლება.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203