გავაზის სკოლის ეთნოგრაფიული მუზეუმისთვის უძველესი ნივთები სკოლის დირექტორმა და მოსწავლეება შეაგროვეს
09-03-2017

გავაზის სკოლის დირექტორის ლელა კაპანაძის ინიციატივით, სკოლაში ეთნოგრაფიული მუზეუმი გაიხსნა. 

მუზეუმში დაცულია უძველესი ნივთები, რომლებსაც სკოლის დირექტორი და მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრები დიდი მონდომებით აგროვებდნენ.  მათ შექმნეს საინტერესო ექსპოზიცია - ''ერთი დიდი ძველი ოჯახი''...

სასკოლო ეთნოგრაფიული მუზეუმი გავაზის სკოლის პედაგოგებისათვის დამხმარე თვალსაჩინო მასალაა მომავალი თაობის სწორად აღზრდის, ზნეობრივად გამართული, ჯანსაღად მოაზროვნე, წარსულის პატივისმცემელი მოქალაქის ჩამოყალიბებისათვის.

როგორც მასწავლებლები აღნიშნავენ, ადამიანისათვის ყველაზე დიდი პატივი და ღირსება ისტორიის პატივისცემაა. წარსულის მემკვიდრე და პატრონიც ის არის, ვინც მომავალზე ფიქრობს და აწმყოს აშენებს. სწორედ ამ სულისკვეთების განმტკიცების მიზნით შეიქმნა სკოლაში ეთნოგრაფიული მუზეუმი.

სკოლის დირექტორის თქმით, სასკოლო მუზეუმი ყოველთვის არის და იქნება ყველა საგნის სწავლებისათვის ხელშემწყობი გარემო და ადგილზე სწავლების შესანიშნავი რესურსი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203