თერჯოლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე თათია
ქოჩიაშვილმა Izrune.ge-ს მარტის შემაჯამებელ ტესტში მეთორმეტეკლასელებს
შორის ყველაზე მაღალი, 95 ქულა აიღო და ოქროს დიპლომი მოიპოვა.
ამერიკაში ერთწლიანი გაცვლითი პროგრამის
დასრულებისა და თანამედროვე განათლების მიღების შემდეგ, საქართველოში ჩამოსული
თათია ინოვაციურ საგანმანათლებლო პორტალში აქტიურად ჩაერთო და საკუთარი ცოდნისა და
შესაძლებლობების გამტკიცება Izrune.ge-ზე განაგრძო:
„ძალიან საინტერესო და მრავალმხრივი კითხვები,
ვფიქრობ, ფაქტობრივი ცოდნის გარდა ლოგიკური მსჯელობის უნარს მივითარებს და მცირე
დროში ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებას მაჩვევს. იზრუნეს ტესტები ახალი
გამოწვევა და გამოცდილებაა ჩემთვის, რაც მაძლევს საშუალებას, რომ საკუთარი ძალები
გამოვცადო და მეტად თავდაჯერებული გავხდე. საინტერესო სიახლე იყო ტესტებში ზოგადი
უნარების საკითხების ხილვა, რაც გონების გავარჯიშებასა და ეროვნული გამოცდებისთვის
მზაობაში დამეხმარება. ნამდვილად არ ველოდი ასეთ შედეგს და მინდა გითხრათ, რომ
ახლა უფრო დიდი მოტივაციით გავაგრძელებ სწავლას. თანატოლებს ვურჩევ, რომ ფეხი
აუწყონ Izrune.ge-ს ინოვაციებს და ჩემთან ერთად გაიზიარონ წარმატება.“
თათიას დედა, მადონა ჩხიკვაძე მოხარულია შვილის
შედეგებით და განათლებული ახალგაზრდობისა და Izrune.ge-ს დიდი გულშემატკივარია:
„განათლებული თაობა ქმნის თითოეული ოჯახისა და ქვეყნის ბედნიერ მომავალს. ყოველთვის განსაკუთრებულად ვზრუნავდი თათიას შემეცნებაზე და მახარებს, რომ კარგი შედეგები აქვს. Izrune.ge-სთან ერთად ჩემი შვილი თავს უყრის მიღებულ ცოდნას, ყოველ ხუთშაბათსა და თვის ბოლო კვირა დღეს აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს და სწავლას საჭირო მიმართულებით აძლიერებს. საინტერესო ტესტები ერთგვარი სამზადისია, რომ ახალგაზრდებმა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარონ.“