თბილისის N39 საჯარო სკოლის მოსწავლეები ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმს ესტუმრნენ
03-04-2019

თბილისის N39 საჯარო სკოლის 1/6 კლასის მოსწავლეები ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმში იმყოფებოდნენ. 

კლასის ხელმძღვანელმა, თეა გაბრიჭიძემ აღნიშნა, რომ მუზეუმში ვიზიტი შთამბეჭდავი აღმოჩნდა.

„მოხიბლულები ვართ მათი მრავალფეროვანი ნიმუშებით და ინტერაქტიული პროგრამით, ეს არის ადგილი, სადაც საოცარ სიამაყეს იგრძნობთ და აივსებით ბედნიერების შეგრძნებით.  ადგილი, სადაც გაიგებ ვინ ხარ და საიდან მოდიხარ, ადგილი, სადაც ბავშვებს მისთვის გასაგები ტერმინოლოგიითა და ფრაზებით ესაუბრებიან“ - აღნიშნა პედაგოგმა. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203