თერჯოლის მუნიციპალიტეტის რუფოთის საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიებები აქტიურად ტარდება.
გარდა ამისა, სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ღონისძიებასა და ოლიმპიადაში აქტიურად მონაწილეობენ.
სკოლიდან მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით:
მე-11 კლასის მოსწავლე თამთა გოგიაშვილი გადავიდა ეროვნული ოლიმპიადის მათემატიკის მესამე ტურში; დაწყებითი კლასის (I-IV) მოსწავლები წარმატებით მონაწილეობენ ევერესტის და კინგსის ოლიმპიადებში; სკოლის ორმა პედაგოგმა წარმატებით გაირა გარე დაკვირვება, დარეგისტრირებულია კიდევ ერთი პედაგოგი; ინგლისური ენის პედაგოგმა, ნათია გოგისვანიძემ მიიღო თებერვლიდან უფროსი მასწავლებლის სტატუსი.
გარდა ამისა, სკოლაში ფუნქციონირებს მათემატიკისა და ქართული ენის წრე. წრეებს პედაგოგი ნინო გავაშელაშვილი ხელმძღვანელობს.
იხილეთ ფოტოები