გორის N12 საჯარო სკოლას ,,ფულის გლობალური კვირეულის" ფარგლებში ლიბერთი ბანკის თანამშრომლები ალექსანდრე არევაძე, ნინო ვალიაური და მაკა მოსახლიშვილი ეწვივნენ.
ბანკის წარმომადგენლები მე-5 კლასის მოსწავლეებს შეხვდნენ და ფულის ისტორიასთან დაკავშირებით პრეზენტაცია ჩაატარეს.
შეხვედრის ბოლოს სტუმრებმა მოსწავლეებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
„გლობალური ფულის კვირეული" საქართველოში უკვე მეექვსედ აღინიშნა. „გლობალური ფულის კვირეული" მსოფლიოს 160-ზემეტ ქვეყანაში ყოველწლიურად, მარტში აღინიშნება და მისი მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ბავშვებსა და ახალგაზრდებში ფინანსური, ეკონომიკური და სამეწარმეო ცნობიერების ამაღლებას. 2019 წლის კვირეულის გზავნილია: „ისწავლე. დაზოგე. გამოიმუშავე“.
იხილეთ ფოტოები