დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლაში აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სპორტული ღონისძიება გაიმართა
04-04-2019

დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლაში აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სპორტულმა კლუბმა - „აონი“, ზარიძეებისა და ჟებოტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა ჩართულობით, საინტერესო და მხიარული სპორტული ღონისძიება ჩაატარა. 

კლუბს ნადია უშიკიშვილი  ხელმძღვანელობს. 

ღონისძიების მონაწილეები სიგელებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

„მადლობას ვუხდით სპორტის მასწავლებელ ნადია უშიკიშვილს გაწეული შრომისა და ბავშვების „გაბედნიერებისთვის!“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი

2 აპრილს მსოფლიოში აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ 2007 წლის 18 დეკემბერს გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ გამოაცხადა.

აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203