ხაშურის N7 საჯარო სკოლაში პროექტი - „ციფრული წიგნიერება მშობლებისთვის“ ხორციელდება
04-04-2019

მშობელთა ჩართულობისა და ინფორმირებულობის ფარგლებში, 20 მარტიდან, ქალაქ ხაშურის N7 საჯარო სკოლაში, მშობლებისთვის კომპიუტერული პროგრამების შესასწავლი კურსები მიმდინარეობს.

პროექტის „ციფრული წიგნიერება მშობლებისთვის“ ფარგლებში  შეისწავლება: საბაზისო კომპიუტერული უნარ-ჩვევები; Microsoft Word; Microsoft PowerPoint Presentation; ვიდეოს აწყობა- Windows Movie Maker პროგრამაში; ელექტრონული ფოსტის წარმოება.

სკოლის წარმომადგენლის ცნობით, კურსი არის უფასო და მოიცავს 8 გაკვეთილს. კვირაში ორი დღე: სამშაბათი-ოთხშაბათი 13:30 წთ.

კურსს ხელმძღვანელობენ ხაშურის N7 საჯარო სკოლის მასწავლებლები ლია მეტივიშვილი და ანა ტაბატაძე.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203