დაბა წაღვერის სკოლაში კონფერენცია - „2 აპრილი-აუტიზმის საერთაშორისო დღე“ ჩატარდა
04-04-2019

აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დაბა წაღვერის საჯარო სკოლის IX კლასში, სამოქალაქო განათლების გაკვეთილის ფარგლებში, ჩატარდა კონფერენცია თემაზე: „2 აპრილი-აუტიზმის საერთაშორისო დღე“.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მოსწავლეებმა: ლუკა ხრიკაძემ, ნინო კოპაძემ, დავით კიკნაძემ, მარიამ წერონელმა მოამზადეს საინტერესო თემები და გამოსცეს კედლის გაზეთის 2 ნომერი.

კონფერენციას ესწრებოდა სპეცმასწავლებელი ქეთევან გელაშვილი, რომელიც მოსწავლეებს ესაუბრა აუტიზმით დაავადებულთა მიმღებლობაზე და საზოგადოებაში მათ ინტეგრაციაზე.

ცნობიერების ამაღლების მიზნით, მე-9 კლასში მომავალშიც იგეგმება მსგავსი გაკვეთილების ჩატარება.

გაკვეთილის ხელმძღვანელი: მაია გულიაშვილი, ისტორია-სამოქალაქო განათლების მასწავლებელი გახლდათ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203