ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისურენოვან ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“ მონაწილეობდნენ.
თამაშის პირველ ეტაპზე 25 სკოლა იყო ჩართული. მათ შორის, 10 სკოლა ფინალში გადავიდა.
ამ სკოლებს შორისაა განახლების საჯარო სკოლაც.
„ვულოცავ მონაწილე ბავშვებს, მათ პედაგოგებს, სკოლის მასწავლებლებს, სკოლის დირექტორს, მშობლებს. უღრმესი მადლობა ჩაოს საჯარო სკოლის თითოეულ მოსწავლეს, პედაგოგებს, დირექტორს და ხულოს რესურსცენტრის ხელმძღვანელს ედუარდ მიქელაძეს“ - აღნიშნეს სკოლაში.
განახლების საჯარო სკოლა მეორე ტურისთვის ემზადება.
იხილეთ ფოტოები