ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის, ჭოღას თემის საჯარო სკოლაში საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ პირველი ტური გაიმართა.
პირველი ტურის ტესტირება ინგლისური ენის პედაგოგმა და სკოლის დირექტორმა ჩაატარა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები ტესტირებაში ინტერესით ჩაერთნენ.
ტესტირების ჩატარების დღესთან დაკავშირებით, სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული. ტესტირება „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.
იხილეთ ფოტოები