„გაცოცხლებული სურათები“ - ამ სახელწოდებით მცხეთის მუნიციპალიტეტის პატარა ქანდის საჯარო სკოლაში ნიკო ფიროსმანის გარდაცვალებიდან 150 წლის საიუბილეო ღონისძიება ჩატარდა.
ნიკო ფიროსმანის შემოქმედების მიხედვით მოეწყო მე-6 კლასის მოსწავლეთა ნახატების გამოფენა. მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას ნიკო ფიროსმანის ბიოგრაფია და შემოქმედება გააცნეს.
მე-6 კლასის მოსწავლემ, სანდრო ზეიკიძემ საკუთარი შესაძლებლობით დამონტაჟებული და დროში საგრძნობლად შემცირებული გიორგი შენგელიას ქართული მხატვრული ფილმი „ფიროსმანი“ წარადგინა.
მოსწავლეებმა გააცოცხლეს ნიკო ფიროსმანის ნახატები და თითოეულის მსგავსი ფოტო გადაიღეს, რომლებიც დამუშავდა და სლაიდშოუს ფორმატში წარედგინა აუდიტორიას.
იხილეთ ფოტოები