თბილისის N108 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა ყველასთვის საყვარელი ინგლისური ენის მასწავლებელი ინესა ქოჩარიანი გაიხსენეს, რომელიც სასკოლო საზოგადოებას დააკლდა.
მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად მისმა მეუღლემ ვალერი ქოჩარიანმა დააწესა ფასიანი საჩუქარი საშუალო საფეხურის წარჩინებული მოსწავლეებისათვის. ვალერიმ წიგნის სასაჩუქრე ვაუჩერი (50 ლარის ოდენობით) გადასცა მე-10ა კლასის მოსწავლეებს: მარიამ რუაძეს, მარიამ ქოქოშვილსა და მარიამ ჩხარტიშვილს.
აღსანიშნავია, რომ ამ მოსწავლეების ინგლისური ენის მასწავლებელი ინესა ქოჩარიანი იყო.
„მისი მეუღლის სურვილით წახალისება ყოველწლიური იქნება და წიგნის ვაუჩერი გადაეცემა წარჩინებულ მოსწავლეებს ყოველი წლის 2 აპრილს, ინესას დაბადების დღეს. მოსწავლეებმა, მშობლებმა და კოლეგებმა გაიხსენეს ინესას გაკვეთილები და მისი კეთილი საქმეები“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები