მარტვილის მუნიციპალიტეტის, ლეცავეს საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა დედის დღე ღონისძიებით - „დედა სიცოცხლის საწყისი“ აღნიშნეს.
ღონისძიებას კლასის დამრიგებელი ელისო ადამია ხელმძღვანელობდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მეოთხეკლასელები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ - დედაზე დაწერილი ლექსები წაიკითხეს, მუსიკალური ნომრები შეასრულეს და დედებსა და პედაგოგებს დღესასწაული ლამაზი ღონისძიებით მიულოცეს.
იხილეთ ფოტოები