ნახშირღელის საჯარო სკოლა ნავენახევის მღვიმის ეკოსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
04-04-2019

ნახშირღელის საჯარო სკოლის პედაგოგები და ადმინისტრაცია ნავენახევის მღვიმის ეკოსექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. 

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საკითხი „დაცული ტერიტორიები და მისი მნიშვნელობა  მომავალი თაობისათვის“. 

ნავენახევის მღვიმე თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავენახევის ტერიტორიაზე მდებარეობს. შესასვლელი ძაბრისებრი ქვაბულის ფსკერზე იხსნება. ორსართულიანია, მეორე სართულზე ვრცელი დარბაზია, რომლის სიმაღლე 15 მ-ია. თანამედროვე ეტაპზე მღვიმის წინა ნაწილში შეინიშნება დროებითი ღვარების ძლიერი გავლენა. ჯამური სიგრძე 200 მ-ს აღწევს. გვხვდება ნგრევის უხვი მასალა, თიხის ნაფენები, განშტოებაში კარგად არის შემონახული ნაწვეთ-ნაღვენთი წარმონაქმნები. მღვიმე კეთილმოწყობილია.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203