მცხეთის მუნიციპალიტეტის, ნიჩბისის საჯარო სკოლის უფროსკლასელები, შემეცნებითი ტურის ფარგლებში, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ ესტუმრნენ.
თავდაპირველად მოსწავლეებმა სსე-ის სათავო ოფისში ცენტრალური სადისპეტჩერო ცენტრი მოინახულეს. დაათვალიერეს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მართვის ფარი, რომელსაც კავკასიაში ანალოგი არ აქვს და პასუხისმგებელია ენერგოსისტემის ოპერატიულ მართვაზე.
უფროსკლასელები გაეცნენ სადისპეტჩეროს ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს, ჩაუტარდათ მცირე ლექცია ზოგადად ენერგეტიკაზე და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ როლზე ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში.
ეროვნული სადისპეტჩეროს შემდეგ, მოსწავლეები სსე-ს სასწავლო ცენტრის პოლიგონს ესტუმრნენ, სადაც სხვადასხვა ელექტრომოწყობილობის ტესტირების პროცესში უშუალოდ მონაწილეობდნენ.
იხილეთ ფოტოები