ახალთერჯოლის საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მიუზიკლი ,,ვერისუბნის მელოდიები“ წარუდგინეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პატარა მსახიობებმა მაყურებელს იუმორით გაჯერებული საოცარი სანახაობა მოუწყვეს.
„ეს არის მიუზიკლი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში იდგმებოდა სცენაზე, ჩვენმა მოსწავლეებმა კი იგი საკუთარი ინტერპრეტაციით წარმოადგინეს. პატარა მსახიობებმა იუმორით გაჯერებული საოცარი სანახაობა მოუწყეს დამსწრე საზოგადოებას და მაყურებელს მოუთხრეს, რომ სიკეთით, ურთიერთთანაგრძნობით და დახმარებით სავსე უნდა იყოს ჩვენი ცხოვრება. პროექტის განხორციელებაში დიდი წვლილი მიუძღვით ამავე სკოლის მეოთხე და მეხუთეკლასელებს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტო