დაბა წაღვერის საჯარო სკოლაში მონიტორინგის ფარგლებში პედაგოგები პირველ კლასში გამართულ გაკვეთილს დაესწრნენ
დაბა წაღვერის საჯარო სკოლაში შიდა მონიტორინგის ფარგლებში მასწავლებლებს გაკვეთილებზე ესწრებიან.
ამჯერად, პირველ კლასში გამართულ გაკვეთილს დაესწრნენ პედაგოგები.
გაკვეთილი ქართულ ენაში თემაზე „დაიკო და ძამიკო“ მასწავლებელმა, მაია თედიაშვილმა ჩაატარა.
გაკვეთილის მიზანი ვარჯიში გააზრებულ კითხვაში, გაბმული თხრობის სწავლება-ფაქტების თანამიმდევრულად გადმოცემა და ვარჯიში მარტივი გრამატიკული ერთეულების ამოცნობაში იყო.
„გაკვეთილი იყო საინტერესო და ნაყოფიერი. პატარა მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ მასწავლებლის მიერ შეთავაზებულ მრავალფეროვან აქტივბებში. მოსწავლეთა უმრავლესობამ იცის კითხვა და შეუძლია საკუთარი აზრის ნათლად და მკაფიოდ გამოხატვა“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები