გავაზის სკოლის მოსწავლეებმა HolidayCard Exchange პროექტის ფარგლებში სადღესასწაულო ბარათები დაამზადეს
10-03-2017

გავაზის სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი მზია გაგნიძე, მე-8 კლასის მოსწავლეებთან ერთად მიმდინარე სასწავლო წელსაც ჩაერთო საერთაშორისო საგანმანათლებლო სარესურსო ქსელის IEARN პროექტში - HolidayCard Exchange.

პროექტი ესგ-ს სტანდარტებს შეესაბამება და მიზნად ისახავს, რომ მოსწავლეებმა გამოიჩინონ ინტერესი და გამოავლინონ ტოლერანტული დამოკიდებულება კულტურათა თავისებურებების მიმართ. ამასთან, პროექტი ეხმარება მოსწავლეებს უცხო ენის პრაქტიკულად გამოყენებაში.

მოსწავლეებმა პარტნიორი ქვეყნებიდან მიღებული ინფორმაცია თარგმნეს და დაინტერესებულ პირთათვის დაამუშავეს. პროექტის მონაწილეებამ დაამზადეს სადღესასწაულო ბარათები 8 პარტნიორი ქვეყნისთვის. მათ მიაწოდეს ინფორმაცია ქვეყნის ისტორიის, დღესასწაულების, ტრადიციების, კერძების, თავიანთი საქმიანობის და სკოლის შესახებ. მოსწავლეებმა ბარათები პარტნიორი ქვეყნებიდანაც მიიღეს, დაამუშავეს ინფორმაცია, მოაწყვეს გამოფენა-პრეზენტაცია და სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გააცნეს პარტნიორი ქვეყნების ტრადიციები, ღირსშესანიშნაობები, კერძები სხვადასხვა ფორმატით. მოსწავლეებმა ხატია ბეგაშვილმა და რუსუდან თათრიშვილმა ბელორუსიული რეცეპტის მიხედვით დაამზადეს კარტოფილის ბლინები და აუდიტორიას დასაგემოვნებლად შესთავაზეს.   

პროექტის მონაწილეებმა პრეზენტაციისათვის ტექნოლოგიური საშუალებები გამოიყენეს. მოსწავლეებმა პრეზენტაცია voicethread, photopeach, powerpoint-ის გამოყენებით გააკეთეს.

როგორც მოსწავლეები აღნიშნავენ, პროექტი მათ დაეხმარა სხვა ქვეყნების კულტურისა და ტრადიციების გაცნობაში, ინგლისური ენის შესწავლაში და მის პრაქტიკულად გამოყენებაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203