გორის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეების პროექტმა - „Fullystop The Bully“ დაფინანსება მოიპოვა
05-04-2019

გორის N12 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეთა გუნდმა, რომლის წევრები არიან -  თიკა ბარამაშვილი, ეთერ ნარიკაშვილი, მარიამ მახვილაძე და ანნა ტარუაშვილი პროექტი - „Fullystop The Bully“ დაწერა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტი გორის ახალგაზრდულმა იდეამ დააფინანსა. პროექტის ფარგლებში, ბულინგთან დაკავშირებით 5 აქტივობის - ტრენინგი, ესეებისა და ნახატების კონკურსი, ინტელექტუალური თამაში, მასობრივი აქცია, თავისუფალი კინოჩვენება და პროექტის მონაწილეების მიერ საბოლოო ფორუმის წარმართვა, განხორციელება იგეგმება.

პროექტის ფარგლებში პირველი აქტივობა - ტრენინგი ჩატარდა, რომლის ძირითადი თემა იყო ბავშვთა და არასრულწლოვანთა შრომითი უფლებები.

ტრენინგი საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან თანამშრომლობით ხორციელდება. ტრენინგი გორის სახლახო დამცველის ოფისის წარმომადგენელმა - ა. ჯანიაშვილმა ჩაატარა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203