ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის მანანა კიკაბიძის ხელმძღვანელობით, მუსიკალურ - ლიტერატურული კომპოზიცია - ,,ქალი სიცოცხლე და გაზაფხული, ქალი სიცოცხლე და ნატვრა„ გამართეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ და აპლოდისმენტები დაიმსახურეს.