წალენჯიხის N5 საჯარო სკოლის სპეც მასწავლებელმა ნანა ძაძამიამ დაუნის სინდრომის სართაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩაატარა.
ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეები გაცნობოდნენ დაუნის სინდრომის შესახებ ინფორმაციას, დაეცვათ მათი უფლებები და მათი მონაწილეობა აქტიურ ცხოვრებაში.
მათ მასწავლებლის დახმარებით დაამზადეს კედლის გაზეთები და პლაკატები. ასევე, მოსწავლეებმა წარმოადგინეს ნამუშევრები თანასწორობის შესახებ.
„მოსწავლებმა ახსნეს ამ სინდრომის დამახასიათებელი ნიშნები, თვისებები და ხაზი გაუსვეს საზოგადოებაში გავრცელებულ ყველა მითს თუ რეალობას, დასვეს კითხვები თარიღისა და წყვილი წინდების ტრადიციის შესახებ“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
მოსწავლეებს და მასწავლებლებს სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორმა, ნანა მიქავამ.
მან ილაპარაკა 21 მარტის მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა მსგავს პროექტებში ბავშვების ჩართულობის აუცილებლობას.
ღონისძიების ბოლოს, მოსწავლეებმა და პედაგოგებმა ჭრელი წინდებით ხელში და საჰაერო ბუშტებით სამახსოვრო ფოტო გადაიღეს.
იხილეთ ფოტოები