ქარელის N1 საჯარო სკოლაში აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით გამოფენა გაიმართა
05-04-2019

ქარელის N1 საჯარო სკოლაში აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე აღნიშნეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მე-9 კლასის მოსწავლეებმა აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით გამოფენა მოაწყვეს და მოსწავლეთა შესრულებული საოცარი ნახატები გამოფინეს. 

„მადლობა საინტერესო და შთამბეჭდავი ღონისძიებისთვის მე-9 კლასის მოსწავლეებს. სპეც პედაგოგებს - ხათუნა ელბაქიძეს და  ლამარა ბიბილურს, ხელოვნების პედაგოგს ხატია ჯიოშვილს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

2007 წლის 18 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ გამოაცხადა.

აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203