ხულოს მუნიციპალიტეტის, უჩხოს საჯარო სკოლაში მეორე სემესტრის საწრეო შეხვედრა ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მასწავლებელმა ნანული სოლომონიძემ მოსწავლები ბუნებაში ექსკურსიაზე წაიყვანა. მოსწავლეები ბუნებას დააკვირდნენ, პედაგოგმა მოსწავლეებს განუმარტა თუ რა სარგებლობა აქვს ბუნებას ადამიანისთვის და რომ, ბუნების მოვლა და პატრონობა ყველა ჩვენგანის ვალია.
იხილეთ ფოტოები