ქარელის მუნიციპალიტეტის, ბესიკ კაპანაძის სახელობის ძლევიჯვარის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში იმყოფებოდნენ.
შეხვედრაზე ეროვნული თავდაცვის აკადემიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ზურაბ მჭედლიშვილმა მოსწავლეებს აკადემიაში არსებული საბაკალავრო პროგრამები, მიღების პირობები და იუნკერების დღის განრიგი გააცნო.
მოსწავლეებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია გაცვლითი პროგრამების, დათხოვნისა და სტიპენდიის შესახებ. შეხვედრის დასრულების შემდეგ, სასწავლო ბატალიონის მესამე კურსის იუნკერებმა მოსწავლეებს აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინეს.
იხილეთ ფოტოები