თელავის N6 საჯარო სკოლამ კონკურსში - „იმიტირებული სასამართლო პროცესი სკოლის მოსწავლეებისთვის“ გაიმარჯვა
05-04-2019

თელავის N6 საჯარო სკოლამ კონკურსში - „იმიტირებული სასამართლო პროცესი სკოლის მოსწავლეებისთვის“ გაიმარჯვა.

ახალგაზრდების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, იუსტიციის სამინისტროს „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ პროექტებს განაგრძობს. ამჯერად, ქალაქ თელავში ჩატარდა კონკურსი - „იმიტირებული სასამართლო პროცესი სკოლის მოსწავლეებისთვის“. მასში ადგილობრივი სხვადასხვა საჯარო სკოლის 40 - მდე მოსწავლე ჩაერთო. 

პროექტის მონაწილეების თეორიული და პრაქტიკული მომზადების პროცესი  ,,დანაშაულის პრევენციის ცენტრისა“ და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აქტიური ჩართულობით ეტაპობრივად მიმდინარეობდა.

დასკვნით ეტაპზე თელავის რაიონულ სასამართლოში, იმიტირებულ სასამართლო პროცესზე გამარჯვებული გუნდი, ასევე, „საუკეთესო პროკურორი“ და „საუკეთესო ადვოკატი“ დასახელდნენ. პროექტში თელავის N6 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა.

გამარჯვებული გუნდის წევრებს სიმბოლური თასი, სერტიფიკატები და მედლები გადაეცათ. 

„დანაშაულის პრევენციის ცენტრისა“ და ამ პროექტის მთავარი მიზანია მესამე და მეოთხე საფეხურის სკოლის მოსწავლეებში ხელი შეუწყოს სასამართლო უნარ-ჩვევების გამომუშავებას, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარებას, მართლმსაჯულების და სასამართლოს საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203