ოფრეთის საჯარო სკოლაში ფილმის - „ჩემი სამყარო“ ჩვენება გაიმართა
05-04-2019

მარნეულის მუნიციპალიტეტის, ოფრეთის საჯარო სკოლაში ფილმის ჩვენება გაიმართა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, საბაზისო კლასის მოსწავლეებმა ფილმი - „ჩემი სამყარო“ ნახეს, რომელიც მხედველობა და სმენა დაკარგულ გოგონაზე მოგვითხრობს.

ფილმის ჩვენების შემდეგ კი საინტერესო დისკუსია გაიმართა.

მასწავლებელმა მოსწავლეებს კითხვა -  ურჩიეთ სხვებს რატომ უნდა ნახონ ფილმი „ჩემი სამყარო“ ? დაუსვა.

გთავაზობთ მოსწავლეთა პასუხებს: იმიტომ, რომ ფილმში კარგად ჩანს მასწავლებელი როგორი უნდა იყოს....აი, მაგალითად მოსწავლეს უნდა მიუდგეს სწორად და მიხვდეს მას რა სჭირდება... (ნუცა)

- იმიტომ უნდა ნახოთ ეს ფილმი, რომ მიხვდეთ შეუძლებელი არაფერია...ელა, 40 წელი მოუნდა უნივერსიტეტის დამთავრებას, მაგრამ დაამთავრა...(ზურა)

- ეს ფილმი თანასწორობის, თანაბარი უფლებების მაგალითია... მე მომეწონა ელა, რომ უნივესიტეტში მიიღეს... (ქრისტინე).

აქტივობას , ქართული, როგორც მეორე ენის კონსულტანტ-მასწავლებელი თინა ბაწაშვილი ხელმძღვანელობდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203