ხაშურის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროექტი ,,ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალებები“ განხორციელდა
05-04-2019

დავით კაკიაშვილის სახელობის ხაშურის N2 საჯარო სკოლის მე-7 კლასში ინგლისური ენის მასწავლებელმა, ქეთევან გოგალაძემ 3-კვირიანი სასწავლო პროექტი სახელწოდებით: ,,ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალებები“ განახორციელა. 

პროექტი მიზნად ისახავდა ინგლისური ენის ცოდნის გაღრმავებას, 21-ე საუკუნის უნარების (გუნდური მუშაობა, ანალიზი, კვლევა, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება და ა.შ) განვითარებას.  პროექტი დაგეგმილი იყო 17 გლობალური მიზნიდან ერთ-ერთზე, რომელიც ემსახურებოდა მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლებას და მდგრად განვითარებას. 

აღნიშნული პროექტი სკოლის სახელით წარდგენილია ბრიტანეთის საბჭოს მიერ გამოცხადებულ ინგლისური ენის მასწავლებლების და მოსწავლეების კონკურსზე.

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203