ახმეტის N1 საჯარო სკოლა ევროპის ფონდის ორგანიზებულ საგრანტო კონკურსში „ახალგაზრდული იდეა“ მონაწილეობდა.
მე-11 კლასის მოსწავლეებმა კონკურსში პროექტი - „ინგლისური ყველასათვის“ წარადგინეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტის მიზანი იყო ინგლისურენოვანი სახელმძღვანელოებით სკოლის ბიბლიოთეკის გამრავალფეროვნება.
პროექტი საუკეთესო ხუთეულში მოხვდა და ევროპის ფონდისგან დაფინანსდა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში სკოლაში სახელმძღვანელოები შევიდა, როგორც დამწყებთათვის, ისე მოზარდებისა და აბიტურიენტებისათვის და ასევე კლასგარეშე ლიტერატურა, როგორც ორიგინალი, ისე ადაპტირებული მოთხრობები.
„მოსწავლეებს ექნებათ საშუალება ისარგებლონ წიგნებით და გაიღრმავონ ცოდნა ინგლისურ ენაში. მადლობას ვუხდით ევროპის ფონდს თანამშრომლობისათვის“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები