ქობულეთის მუნიციპალიტეტის, ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის სპეცმასწავლებელმა ნანა მაჭუტაძემ აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება ჩაატარა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიებაში სსსმ მოსწავლეები და მათი თანაკლასელები მონაწილეობდნენ.
„შესავალ ნაწილში მოზარდებმა ისაუბრეს აუტიზმის მცნებისა და აუტისტი ადამიანების შესახებ, რომლებმაც გადალახეს დაბრკოლებები და მიაღწიეს წარმატებას ცხოვრებაში. ღონისძიება იყო ხალისიანი და ამავე დროს ემოციურიც. ღონისძიება მასწავლებლებისა და მოსწავლეების მიერ დადებითად და პოზიტიური კომენტარებით შეფასდა“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.