ქედის მუნიციპალიტეტის სკოლებს შორის 17 მარტიდან-1 აპრილის ჩათვლით სპორტის სხვადასხვა სახეობებში შეჯიბრებები გაიმართა.
სსიპ - ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მეძიბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს მაგიდის ჩოგბურთსა და ჭადრაკში.
სსიპ - ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მეძიბნის საჯარო სკოლამ საბაზო საფეხურის სკოლებს შორის მაგიდის ჩოგბურთში პირველი ადგილი მოიპოვა, ხოლო ჭადრაკში მეორე ადგილს დაჯერდა.