აწყურის საჯარო სკოლაში მორიგი წიგნფართი გაიმართა
05-04-2019

ახალციხის მუნიციპალიტეტის აწყურის საჯარო სკოლაში მორიგი საინტერესო წიგნფართი გაიმართა.

ღონისძიების თემა „ქიმია და პოეზია“ გახლდათ და მას ლიანა ბოჩიკაშვილი ხელმძღვანელობდა. 

მოსწავლეებმა ერთგვარი აღმოჩენები გააკეთეს და პოეზიაში მოხსენიებული სხვადასხვა მინერალები და ძვირფასი ქვები ქიმიურად დაახასიათეს. ასევე, მოიძიეს სხვადასხვა მასალა და საინტერესოდ წარადგინეს მსმენელების წინაშე. 

სკოლის დირექციამ ლიანა ბოჩიკაშვილსა და ღონისძიებაში ჩართულ თითოეულ  მონაწილეს მადლობა გადაუხადა „ლამაზი ქიმიური პოეზიის“ საღამოსათვის. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203