ქობულეთის მუნიციპალიტეტის, ჩაქვის N2 საჯარო სკოლის დაწყებით საფეხურზე აქტიურად მიმდინარეობს არაფორმალური განათლების ხელშემწყობი აქტივობები.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, განსაკუთრებით აღსანიშნავია ბიზნესუნარების განვითარების კუთხით წრეების - ,,მე და საზოგადოება“ და ,,ჩვენი ქალაქი“ ეფექტური მუშაობა. წრეებს მასწავლებლები - რუსუდან ზოიძე და ციალა არძენაძე ხელმძღვანელობენ.
საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის კი ყველაზე საინტერესოა - ,,ძველი ქართული დამწერლობის“ შემსწავლელი წრე. მასწავლებელი ქეთინო დუმბაძე.
იხილეთ ფოტოები