დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სამთაწყაროს საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა „დედოფლისწყაროს ახალგაზრდული იდეის“ ფარგლებში განახორციელეს პროექტი სახელწოდებით „we love sport“ (ჩვენ გვიყვარს სპორტი) და მოიპოვეს 800 ლარიანი გრანტი.
პროექტი დაეხმარება, როგორც სკოლის მოსწავლეებს, ისე თემის ახალგაზრდობას, სპორტის მიმართ გაიზარდოს მათი ინტერესი და სხვადასხვა აქტივობების განხორციელებით აუმაღლდეთ მოტივაცია.
„დაგეგმილია სკოლებს შორის შეჯიბრებების მოწყობა სპორტის სხვადასხვა სახეობაში, სათანადო თემების დამუშავება და პრეზენტაცია „ცხოვრების ჟანსაღი წესის“ შესახებ და მარათონი, რაშიც მოსწავლეებს დახმარებას გაუწევს სკოლის დირექცია“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
მისი ცნობით, გრანტით მოპოვებული თანხით სკოლამ შეიძინა სპორტული ინვენტარი.
იხილეთ ფოტოები