სსიპ გია გოგუაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორი მასწავლებლის, თამარ ყურაშვილის ხელმძღვანელობით, მე-7 კლასის მოსწავლეებმა, მარტის თვეში სასწავლო პროექტი: „რევაზ ინანიშვილის პერსონაჟთა სამყარო“ განახორციელეს.
პროექტის ფარგლებში ასევე წარმოადგინეს: „ტყის შვილების“ ინსცენირება, განიხილეს ნოველა „დამრიგებელი“...
ნახეს ნოველა „ჩიტებისგამომზამთრებლის“
მიხედვით გადაღებული ფილმი და მოაწყეს განხილვა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება მშობელთა
და მასწავლებელთა ჩართულობით განხორციელდა. მოსწავლეებმა ნაწარმოების აქტუალური კითხვები
დღევანდელ ცხოვრებას დაუკავშირეს.
მშობლების თვალით დანახული მათი ინტერესები მოისმინეს და საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს.