ლენტეხის მუნიციპალიტეტის ხოფურის საჯარო სკოლამ მიმდინარე სასწავლო წლის სექტემბერში ხოფურის საჯარო სკოლაში შიდა კონკურსი ,,თვის საუკეთესო მოსწავლე“ გამოცხადდა, რომლის ფარგლებშიც სკოლა წარჩინებულ მოსწავლეებს სიგელებითა და საჩუქრებით აჯილდოებს.
კონკურსის მიზანია მოსწავლეების აკადემიური მოსწრების წახალისება და აკადემიური მოსწრების შედეგების გათვალისწინებით წარჩინებული მოსწავლეების გამოვლენა.
,,სასწავლო პროცესში სრულფასოვანი სასწავლო გარემოს შექმნისათვის, მნიშვნელოვანია მოსწავლეთათვის სწავლისადმი მოტივაციის ამაღლება,ეს თავის მხრივ,ხელს უწყობს მოსწავლის მხრიდან აკადემიური მოსწრებისადმი დაინტერესებას და საბოლოო ჯამში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას-რაც, ჩვენს სკოლაში კონკურსის გამოცხადების შემდეგ მკვეთრად გაიზარდა“-აღნიშნა სკოლის დირექტორმა.
ხოფურის საჯარო სკოლის დირექციამ მოსწავლეები აგრეთვე საქართველოს გარემოსდაცვით კონკურსში „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2019-ის“ ნახევარფინალში წარმატებული ასპარეზობისათვის დაასაჩუქრა.
იხილეთ ფოტოები