თბილისის N71 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის, I-IV კლასის მასწავლებლებს, პორტაბელური კომპიუტერები(ლეპტოპები) გადაეცათ.
კომპიუტერების გადაცემა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტის „ახალი სკოლის მოდელი“ ფარგლებში მოხდა.
„ჩვენი, წინ მეტად საინტერესო, შრომატევადი და საპასუხისმგებლო საქმე გველოდება! იმედია მივაღწევთ სასურველ შედეგს“,-აცხადებენ თბილისის N71 საჯარო სკოლაში.