საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, უდაბნოს საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეებმა პროგრამა ,,მომავლის თაობის“ ფარგლებში სამოქალაქო განათლების პედაგოგ ნონა ხერგიანთან ერთად საკლასო პროექტი - ,,არა თამბაქოს და კანაფს“ განახორციელეს.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა თამბაქოსა და კანაფის მავნებლობის შესახებ საინტერესო პრეზენტაციები გამართეს.
სოფლის ექიმმა ნანა კოხტაშვილმა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საინტერესო სემინარი ჩაატარა.
დამზადდა ფლაერები, რომლებიც მოსწავლეებმა სოფლის მოსახლეობას დაურიგეს.
იხილეთ ფოტოები