შავშვების საჯარო სკოლის მოსწავლეები გორის უნივერსიტეტს ესტუმრნენ.
სტუმრობის მიზანი გახლდათ ლექცია-სემინარში მონაწილეობა, რომელიც ჩაატარა პროფესორმა მარინე ცერცვაძემ თავისი დამამთავრებელი კურსის სტუდენტებთან ერთად.
მოსწავლეთა და ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის III და IV კურსის სტუდენტთა ერთობლივი ლექციის თემა იყო ,,სიმბოლიზმი და პაოლო იაშვილი“.
ერთ-ერთმა მოსწავლემ ქართული ხალხური სიმღერა შეასრულა. მოსწავლეები ღირსეულად წარდგნენ მასპინძლების წინაშე.
ლექცია-სემინარის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა დაათვალიერეს გორის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, სპორტდარბაზი, არქეოლოგიის კაბინეტი და სხვა.
იხილეთ ფოტოები