გეგუთის N1 საჯარო სკოლაში ბავშვებმა მშობლებთან და მასწავლებელთან ერთად „ცხობის დღე“ მოაწყეს
05-04-2019

სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის N1 საჯარო სკოლის II კლასში (კლასის ხელმძღვანელი - ნატო ლომთაძე ) ორიგინალური გაკვეთილი - „ცხობის დღე" ჩატარდა.

მოსწავლეებმა ისწავლეს მოთხრობა პურის ცხობაზე, დაინტერესდნენ ამ თემით და ნატო მასწავლებლის დახმარებით  ხორბალიც დათესეს . წისქვილშიც იყვნენ, თონეშიც და თავისი თვალით ნახეს ყველა პროცესი, რასაც ეს მადლიანი კულტურა გაივლის.

 

 

გაზაფხულის ერთ ლამაზ დღეს  კი შთაბეჭდილებებით სავსეებმა „პურის ცხობის დღე მოაწყვეს და დედიკოებთან ერთად ნამდვილი მასტერკლასი ჩაატარეს. ფუსფუსებდნენ, ტრიალებდნენ პატარა კულინარები და ბევრი ნუგბარიც მოამზადეს;  

 

ბუხარი ააგზგზეს და იმერულად კეცებზე ლობიანი და ხაჭაპური გამოაცხვეს.  მოამზადეს ლამაზი და გემრიელი კექსი და იტალიური პიცა.

 

ხალისიანი და „ნაყოფიერი" გაკვეთილი გამოუვიდათ ბავშვებს და ალბათ არასდროს დაავიწყდებათ ეს დღე, როცა თავისი პატარა ხელებით დაამზადეს „პური ჩვენი არსობისა".

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203