ახალციხის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით, ღონისძიება – „ჩემი საყვარელი სპორტი და სპორტსმენი“ გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას იღებდა ახალციხის მუნიციპალიტეტის ვალის N2 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ლალი იარაჯული.
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, ლალი აქტიური სპორტული გოგოა, მისი დამრიგებელი კი ენერგიული ეთერი გოგოლაძეა.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 26 საჯარო საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თავიანთი საყვარელი სპორტის სახეობისა და სპორტსმენის შესახებ მომზადებული პრეზენტაციები წარმოადგინეს.
ახალციხელ მოსწავლეებში განსაკუთრებით პოპულარულია სპორტის შემდეგი სახეობები: მშვილდოსნიბა, მძლეოსნობა, ძალოსნობა, ველოსპორტი, ფეხბურთი, კალათბურთი, ძიუდო, ფარიკაობა, რაგბი, ჰოკეი და სხვა. სპორტსმენებიდან კი მოსწონთ როგორც ქართველი, ისე უცხოელი სპორტსმენები: ფეხბურთელი ლიონელმ მესი, ბოდიბილდერი არნოლდ შვარცნეგერი, ძიუდოისტი ბექა ღვინიაშვილი, პარამაფარიკავე ირმა ხეცურიანი, ახალციხელი ძალოსანი ამირან გოგოლაძე და სხვები.
ღონისძიებას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე, სამხარეო ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ეკატერინე ორჯონიკიძე, საჯარო სკოლების დირექტორები, პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.
პროექტის მიზანია ახალციხელ მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი პრეზენტაციების ავტორებს მუნიციპალიტეტისგან საჩუქრად წიგნები გადაეცათ.
იხილეთ ფოტოები