დედოფლისწყაროს N2 სკოლაში მოსწავლეებმა სტუმრად მოწვეულ დედებს უმღერეს
10-03-2017
დედოფლისწყაროს N2 სკოლის მეხუთე კლასელებმა დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩაატარეს. 

როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ღონისძიებაზე საოცრად თბილი და სასიამოვნო გარემო სუფევდა: 

"პატარებმა უმღერეს, ლექსები წაუკითხეს და საჩუქრებიც მიართვეს სტუმრად მოწვეულ დედებს. კლასის დამრიგებელმა, ოლიკო კიკილაშვილმა გამოკითხვაც ჩაატარა, თუ ვინ როგორ იცნობდა საკუთარ შვილს. სიკეთის, სიხარულის და სიყვარულის სხივი ჩამდგარიყო შვილებსა და დედებს შორის."
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203