გორის მუნიციპალიტეტის, შინდისის საჯარო სკოლაში სპორტულ-შემეცნებითი ოლიმპიადა ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ოლიმპიადა ორგანიზებულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან შეთანხმებით.
საქართველოს სასკოლო სპორტულ-შემეცნებითი ოლიმპიადის მიზანია ქართული სპორტის, ისტორიის, ცხოვრების ჯანსაღი წესისა და ოლიმპიზმის პოპულარიზაცია.
ოლიმპიადაში VII, VIII, IX, X და XI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
იხილეთ ფოტოები