თბილისის N165 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში - „ტვინების ბრძოლა“ გაიმართა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიება სკოლის თვითმმართველობამ დაგეგმა.
ერთმანეთს 9/3 და 10/1 კლასის მოსწავლეები შეხვდნენ. თამაშს ასევე ესწრებოდნენ სკოლის კურსდამთავრებულებიც, რომლებმაც თამაშში მონაწილეობაც მიიღეს.
„მადლობა სკოლის თვითმმართველობას და მოსწავლეებს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები