ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხმელურის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოსდაცვით კონკურსში ,,ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია" 2019-ის რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონის გამარჯვებულია.
რცხმელურის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა ,,სოფლის მაშენებლები"მონაწილეობა მიიღო, როგორც რეგიონის ერთადერთმა გამარჯვებულმა სკოლამ საქართველოს განათლების, მეცნიერების,კულტურისა და სპორტის სამინისტროში გამართულ ფინალურ ტურში, სადაც წარმატებით იასპარეზა დაჯილდოვდა სერტიფიკატითა და სხვადასხვა საჩუქრებით.