იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების დღესთან დაკავშირებით ფილმები ნახეს
05-04-2019
იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე აღნიშნეს. 

ამ დღესთან დაკავშირებით სპეციალური მასწავლებლის, მარიამ გოდუაძის ორგანიზებით  სკოლის მოსწავლეებთან, პედაგოგებსა და მშობლებთან შეხვედრა მოეწყო. 

დამსწრე საზოგადოებამ სპეციალური მასწავლებლის თარგმინილი და გამოხვანებული ფილმები ნახა, რომლებმაც მათი დიდი ინტერესი დაიმსახურა.

2007 წლის 18 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ გამოაცხადა.

აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203