სორმონის საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო კათედრის პედაგოგებმა ინგა კუხიანიძემ, თამარ კილაძემ და მირანდა ფურცხვანიძემ ჩაატარეს შემეცნებითი გასართობი ღონისძიება „მე მიყვარს სიცოცხლე“.
ღონისძიებას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლები მაკა ჭელიძე, ლატავრა ბენდელიანი და ბადრი პაპავა ესწრებოდნენ.
ღონისძიება იყო სხვადასხვა აქტივობით დატვირთული, რომელიც საინტერესოდ წარიმართა და მოსწავლეებმა თავიანთი შესაძლებობები მრავალმხრივ წარმოაჩინეს.
სორმონის საჯარო სკოლა მოსწავლეებს ულევ წარმატებას და ნათელ მომავალს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები