მცხეთის მუნიციპალიტეტის წეროვნის N2 საჯარო სკოლაში ღონისძიება - „30 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან“ გაიმართა. მოსწავლეებმმა აღნიშნულის შესახებ ისაუბრეს.
ღონისძიების ფარგლებში, ასევე ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმი „9 აპრილი“.
1989 წლის 9 აპრილს, თბილისში საბჭოთა არმიამ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით კი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.
იხილეთ ფოტოები