სიღნაღის საჯარო სკოლაში შეხვედრა - „აუტიზმის გასაღები სიყვარულია“ გაიმართა
05-04-2019

სიღნაღის საჯარო სკოლაში აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების დღეს, სკოლის სპეციალური მასწავლებლის ორგანიზებით შეხვედრა - „აუტიზმის გასაღები სიყვარულია“ გაიმართა.

შეხვედრაზე მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა აუტიზმის შესახებ ისაუბრეს. ასევე გაიმართა დისკუსია. დაიბეჭდა საინფორმაციო ბროშურები. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიება საინტერესოდ წარიმართა. 

2 აპრილს მსოფლიოში აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ 2007 წლის 18 დეკემბერს გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ გამოაცხადა.

აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203